NMVTIS-ის სამომხმარებლო წვდომის პროდუქტის პასუხისმგებლობის უარყოფა
ჩვენი ფასიანი ავტომობილის ისტორიის ანგარიში მოიცავს ჩანაწერებს NMVTIS-იდან — აშშ-ის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური პასპორტის (ტიტულის) ეროვნული საინფორმაციო სისტემიდან — რომლებსაც გვაწვდის ClearVin, NMVTIS-ის მონაცემების ავტორიზებული პროვაიდერი. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ითხოვს, რომ ეს პასუხისმგებლობის უარყოფა ამ მონაცემებთან ერთად იყოს ნაჩვენები. ქვემოთ იგი მოყვანილია სრულად და უცვლელად.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური პასპორტის ეროვნული საინფორმაციო სისტემა (NMVTIS) არის ელექტრონული სისტემა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცემული ტექნიკური პასპორტის მქონე კონკრეტული ავტომანქანების შესახებ. NMVTIS-ის დანიშნულებაა იყოს ავტომანქანების ტექნიკური პასპორტების და მინიჭებული სტატუსების ისტორიის სანდო წყარო, მაგრამ ის არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალებების შეკეთების ისტორიის შესახებ.
ფედერალური კანონის თანახმად ყველა შტატი, სადაზღვევო კომპანიები, ავტოსასაფლაოები და დამშლელი კომპანიები ვალდებულნი არიან რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია NMVTIS-ს. თუმცა, NMVTIS არ შეიცავს ინფორმაციას აშშ-ს ტერიტორიაზე არსებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, რადგან ჯერჯერობით ზოგიერთი შტატი არ აწვდის ინფორმაციას სისტემას. ამჟამად, NMVTIS-ს სხვადასხვა შტატებიდან ინფორმაცია სხვადასხვა დროს მიეწოდება; ზოგიერთი შტატი NMVTIS-ს ინფორმაციას აწვდის და ანახლებს რეალურ დროში (ტექნიკური პასპორტის გაცემისთანავე), სხვა შტატები კი განახლებულ ინფორმაციას უფრო იშვიათად აწვდიან, მაგალითად 24 საათში ერთხელ ან რამდენიმე დღის პერიოდულობით.
შესაძლოა სისტემა არ შეიცავდეს ინფორმაციას წარსულში სატრანსპორტო საშუალების მნიშვნელოვანი დაზიანების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანიას (ან სხვა შესაბამის ორგანიზაციას) არ განუცხადებია ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული დაკარგვის სტატუსის შესახებ ან ტექნიკური პასპორტის გამცემ შტატის სააგენტოს არ მიუნიჭებია სტატუსი. საპირისპიროდ, სადაზღვევო კომპანიებს მოეთხოვება, რომ განაცხადონ სრული დაკარგვის სტატუსის შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტექნიკური პასპორტის გამცემი შტატის სააგენტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის არ მიუნიჭებია სტატუსი დაზიანებული ან ჩამოწერილი.
ავტოსატრანსპორტო საშუალების ისტორიის ანგარიში არ არის დამოუკიდებელი ინსპექტირების შემცვლელი. სატრანსპორტო საშუალების შეძენის გადაწყვეტილების მიღებამდე მკაცრად რეკომენდებულია, რომ მომხმარებელმა დამატებით ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებელი ინსპექტირება, რათა დარწმუნდეს, რომ სატრანსპორტო საშუალებას ფარული დაზიანება არ აქვს. NMVTIS-ის მონაცემების ავტორიზებულ პროვაიდერებს (იხილეთ NMVTIS-ის ლოგო) შეუძლიათ ისტორიაში შეიტანონ სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის მონაცემები NMVTIS-ის გარდა სხვა წყაროებიდანაც.
NMVTIS-ის მონაცემები შეიცავს (თუ ინფორმაცია გააჩნიათ სისტემისთვის ინფორმაციის მიმწოდების ვალდებულების მქონე ორგანიზაციებს და სტრუქტურებს):
- ინფორმაციას ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური პასპორტის გამცემი შტატის სააგენტოებიდან (რომლებიც მონაწილეობენ პროგრამაში).
- ინფორმაციას მსუბუქი ავტომობილების, ავტობუსების, სატვირთო ავტომობილების, მოტოციკლეტების, დასასვენებელი ავტომობილების, მოძრავი სახლების (ძრავიანი სახლი ბორბლებზე) და სატვირთო ტრაქტორების შესახებ. ამჟამად NMVTIS შეიძლება არ შეიცავდეს ინფორმაციას კომერციული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ, თუ ეს სატრანსპორტო საშუალებები არ არის შეტანილი შტატის ტექნიკური პასპორტის შესახებ მონაცემთა ძირითად ბაზებში (ზოგიერთ შტატში, ასეთ სატრანსპორტო საშუალებებს ემსახურება შტატის სხვა სააგენტო), თუმცა მოგვიანებით შესაძლებელია ასეთი ჩანაწერები დაემატოს.
- ინფორმაციას სტატუსების შესახებ, რომლებიც მინიჭებულია პროგრამაში მონაწილე ტექნიკური პასპორტის გამცემი შტატის სააგენტოს მიერ. მიუხედავად იმისა, რომ სტატუსების ტიპი და განსაზღვრის კრიტერიუმები სხვადასხვა შტატში განსხვავებულია, ის შეიძლება შეიცავდეს სასარგებლო ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალებების მდგომარეობის ან წარსულში გამოყენების შესახებ.
- ოდომეტრის უახლეს ჩვენებას ტექნიკური პასპორტის გამცემი შტატის სააგენტოს ჩანაწერებიდან.
- ინფორმაციას სადაზღვევო კომპანიებისა და ავტოგადამამუშავებლებისგან (ორგანიზაციები, რომლებიც შლიან ავტომანქანებს ნაწილებად მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით), მათ შორის ავტოსასაფლაოებისა და დამშლელი კომპანიებისგან. ამ ინფორმაციის სისტემისთვის მიწოდებას მათ კანონი ავალდებულებს 2009 წლის 31 მარტიდან. ეს ინფორმაცია მიუთითებს იმაზეც, დაადგინა თუ არა სადაზღვევო კომპანიამ სატრანსპორტო საშუალების სრული დაკარგვის („ტოტალური ზარალის“) სტატუსი.
- ინფორმაციას ავტოსასაფლაოებიდან და დამშლელი კომპანიებიდან, რომლებიც იღებენ ჩაბარებულ ძველ ავტომანქანებს გადამუშავებასა და დაზოგვაში მომხმარებელთა ხელშეწყობის 2009 წლის აქტის (Consumer Assistance to Recycle and Save, CARS) პროგრამის ფარგლებში.
მომხმარებლებს ურჩევენ, ეწვიონ საიტს vehiclehistory.bja.ojp.gov, რათა დეტალურად გაეცნონ, როგორ უნდა განიმარტოს სისტემაში არსებული ინფორმაცია და რას ნიშნავს ის სხვადასხვა აღნიშვნა, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებებს ანიჭებენ პროგრამაში მონაწილე, ტექნიკური პასპორტის გამცემი შტატის სააგენტოები.
რედაქცია: 2022 წლის სექტემბერი
ოფიციალური წყარო
ეს არის სამომხმარებლო წვდომის პროდუქტის პასუხისმგებლობის უარყოფა, გამოქვეყნებული აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მართლმსაჯულების დახმარების ბიუროს (Bureau of Justice Assistance) მიერ. ავტორიტეტული ინგლისურენოვანი დედანი ხელმისაწვდომია თავად ამ სახელმწიფო უწყების საიტზე. თუ ეს გვერდი სხვა ენაზეა ნაჩვენები, თარგმანი მოწოდებულია მხოლოდ თქვენი მოხერხებულობისთვის და იურიდიული ძალა აქვს ინგლისურ დედანს.
წაიკითხეთ ოფიციალური ინგლისური დედანი (აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი)